რკინიგზის ისტორია ხობში

 


1919 წლის 29 ოქტომბერს მუშაობა დაიწყო სენაკი-ხეთის რკინიგზის მონაკვეთმა.

გაზეთი ,,ნოთე’’, 1925 წ. 14 ივანობა (ივლისი), N5

უჩა ზღვაშ რკინა შარა

     გოღა ქომორთუ ზუგიდიშა რკინა შარაშ კომისიაქ, ნამუშ შემადგენლობა რე ინჟინერეფ: ემილიანოვი, შუხოვი დო კაციტაძე. დამორჩილშო ოკო გეეთუას რკინაშ შარაშ გაკეთებაქ სენაკიშე ხეთაშახ დო რუმეშ განიშე ადლერიშა. გინოდვალირ რე ჟირხოლო განიში ოკეთებელი შარაშო ართი მილიონი დო გვერდი მანათი. მუმაალი წანაშო გინოდვალირი იჸი ხუთი მილიონი, ნამუქითი ოკო გააკეთას თელას უჩა ზღვაში რკინა შარა სენაკიშე სოჩაშახ".

შავი ზღვის რკინიგზა

     ,,გუშინ ზუგდიდში ჩამოვიდა რკინიგზის კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ინჟინრები: ემილიანოვი, შუხოვი და კაციტაძე. შემოდგომისათვის უნდა დასრულდეს რკინიგზის გაყვანა სენაკიდან ხეთამდე და ჩრდილოეთის მიმართულებით ადლერამდე. ორივე მიმართულების გზის გასაკეთებლად გამოყოფილია მილიონნახევარი მანეთი.მომავალი წლისთვის გამოიყოფა ხუთი მილიონი, რითაც მთლიანად უნდა დასრულდეს შავი ზღვის რკინიგზა სენაკიდან სოჭამდე.’’


 ნოჯიხეველების ,,ვალი" აქვს საქართველოს რკინიგზას! საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway 

,,სახალხო საქმე’’, 1919 წ. 22 ნოემბერი, N 686 *

ხობის რაიონის ავ-კარგი

     ... ოქტომბრის 29-დან დაიწყო მიმოსვლა სამგზავრო მატარებელმა შავი ზღვის სანაპირო რკინის გზის ლიანდაგით სადგურ ახალ სენაკიდან სოფელ ხეთამდე. დამტკიცებულია მოეწყოს სადგური სოფელ ნოჯიხევში მეცამეტე ვერსზე ახალ სენაკიდან. აქაურებმა რკინიგზის სადგურის საჭიროებისათვის 12 დესიატინა მიწა სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს. სოფლელებიც გამოვიდნენ სამუშაოდ თავის ნებით. აქ ყოველდღე გროვდება ახლავე მრავალი მგზავრი. საბარგო ვაგონების მოთხოვნილებაც არის, მაგრამ სამწუხაროდ მატარებელი ჯერ-ჯერობით არ ჩერდება, რაც იწვევს ირგვლივ მდებარე სოფლელების გულისწყრომას. ამის შესახებ აღძრულ იქნა შუამდგომლობა ნოჯიხეველების მიერ გზათა სამინისტროში, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ტექნიკურად საქმის მოგვარებისთანავე დაიწყება როგორც სამგზავრო, ისე საბარგო ოპერაციების წარმოება სოფელ ნოჯიხევში. სადგურისთვის მიჩნეულ ადგილს მდებარეობაც ერთობ ხელს უწყობს. გარშემო მდებარე თავისუფალ მინდვრების სივრცე და იქვე მახლობლად ხობის მონასტრიდან დაწყებული გორაკები შემკობილი ბუნების უხვი სილამაზით საბუთს იძლევა, რომ აქ, ამ კოხტად მოწყობილ ადგილის ახლო მომავალში აღმოცენდება თვალსაჩინო დაბა და შეიძლება ქალაქიც. ამის ნიშნები უკვე არის.

წყარო: ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას ფეისბუკ გვერდიდან