ხობელ მკლავჭილდელთა შედეგები აჭარის პირველობაზე

 

ქ.ბათუმში დასრულდა აჭარის ღია პირველობა მკლავჭიდში 2006-2007-2008-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკებსა და გოგონებს შორის,სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 200-მდე მკლავჭიდელი,მათ შორის ა(ა)იპ
,, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის "სპორტსმენი.ხობელებმა ღირსეულად იასპარეზეს და დამსახურებულად მოიპოვეს გუნდური პირველი ადგილი. ჩემპიონი გახდა 65 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯ.მკლავი)- მერაბი გვალია. 55კგ. წონით კატეგორიაში (მარცხ.მკლავი) ვერცხლის მედალი- ბექა ჟიშკარიანი. 65 კგ. წონით კატეგორიაში (მარცხ.მკლავი) ვერცხლის მედალი- მერაბი გვალია.65 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯ.მკლავი) ვერცხლის მედალი-ნიკო ზარანდია.75კგ.წონით კატეგორიაში (მარჯ.მკლავი) ვერცხლის მედალი-ირაკლი ჯანაშია.მძიმე წონა(მარჯ.მკლავი) ვერცხლის მედალი-გიორგი ბუსქანძე.75კგ.წონით კატეგორიაში (მარცხ.მკლავი) ბრინჯაოს მედალი - ალექსი ჯგერენაია.მძიმე წონა (მარცხ.მკლავი) ბრინჯაოს მედალი - გიორგი ბუსქანძე.
გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები, მედლები და ფასიანი საჩუქრები.გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადა მწვრთნელებმა კობა თუთბერიძემ და გიგა კოდუამ.