ხორგის წყალი-ხობწყარი


და ამ ფოთის ჩდილოთ კერძ შესდის ზღუას ხორგის წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღვს კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა. გამოსდის მასვე წინჴსენებულს კავკასს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამავ წყალზედ, მთის ძირში, უნაგირას ჩდილოთ, არს ციხე ჭაქვითი და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ წყლის ჩდილოთ, მთის ძირს, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა. ამის ჩდილოთ დის ჭანის წყალი, წოდებული ჭელენჯიხის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა და დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, და მიერთვის ზღუას ხოფს. ამ მდინარის ჩდილოთ კერძოთ, ზღჳს კიდეზედ არს ხოფი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. აქ ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, სასწაულთმოქმედი. ამ წყალზედ, ჩდილოს კიდესა ზედა და ხოფს ზეით, არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ წყლის სამჴრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა-ზღუამდე”.

ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"