ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

 

1 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოსა და ქალთა ფონდ „სოხუმს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული თანასაწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ალლა გამახარიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული განვითარების გეგმა, განხორციელდება სხვადასხვა თემატური ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია