,,ოჯახში ძალადობის" თემაზე შეხვედრა გაიმართა


ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ თანამშრომლებისთვის მერიის ინიციატივითა და ფონდი ,,სოხუმის" მხარდაჭერით ,,ოჯახში ძალადობის" თემაზე შეხვედრა გაიმართა.
ფონდის წარმომადგენელმა ნინო ჭაბუკიანმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის ფორმებზე, გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის მექანიზმებზე. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კანადის ფონდის „თანადგომის“ მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ შესახებ.