ჭალადიდში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 



🔷ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. 

🔷მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაიასთან  და  მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად  დაათვალიერა.

🔷პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. 

🔷მოეწყობა კვარცხლბეკები, ლითონის ღობე, განთავსდება სკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები, მემორიალი და კვარცხლბეკები მოპირკეთდება მარმარილოს ფილებით. 

🔷ინფრასტრუქტურული პროექტბის სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 81 000 ლარია,   ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებს.