ჭალადიდში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, „შავი ზღვის ტერმინალის“ გენერალური დირექტორი კარიმ გულიევი და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
1987 წელს, სოფელ ჭალადიდში წყალდიდობის დროს, აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ რაჰიპ მამედოვმა არაერთი ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი სამაშველო ღონისძიებების გატარების დროს დაიღუპა.
პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

მოეწყობა კვარცხლბეკები, ლითონის ღობე, განთავსდება სკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები, მემორიალი და კვარცხლბეკები მოპირკეთდება მარმარილოს ფილებით.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 81 000 ლარია; სამუშაობს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებს.