UNDP მხარდაჭერით გენდერულ საკითხებზე რეგიონალური შეხვედრა სლოგანით გადადგი ნაბიჯი თანასწორობისთვის გაიმართა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სამეგრელოს რეგიონის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, საბჭოს წევრებმა: თამუნა სიჭინავამ, ლევან ლაშხიამ და ნინო ურიდიამ მიიღეს მონაწილეობა.
მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა თამუნა სიჭინავამ კოლეგებს ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმასთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.


