დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილის ხსოვნა

 


ფოთისა და ხობის ეპარქია მწუხარებით იუწყება, რომ დღეს გამთენიისას ღვთივგანისვენა ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატი სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეიმურაზ გოგიაშვილმა.

დეკანოზ თეიმურაზ გოგიაშვილი დაიბადა 1953 წლის 8 მარტს, ქალაქ რუსთავში; მისი დიაკვნად ხელდასხმა აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში - 1978 წელს, ხოლო 1979 წელს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში მოხდა მისი მღვდლად კურთხევა.

1980 წლიდან (27 წლის ასაკში) მამა თეიმურაზი გამწესებულ იქნა ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად, სადაც 41 წლის განმავლობაში აღასრულებდა სამოძღვრო მისიას;
მამა თეიმურაზი ეკლესიის წიაღში ერთგული და პატიოსანი სამსახურისთვის სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრით, ორი ჯვრის ტარების უფლებით.

ფოთისა და ხობის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს დეკანოზ თეიმურაზის ოჯახს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამრევლოს, მის სულიერ შვილებს!

ფოთისა და ხობის ეპარქია, მისი სამღვდელოება, უფალს ავედრებს დეკანოზ თეიმურაზ გოგიაშვილის უკვდავ სულს და თხოვნით მოგმართავთ სამწყსოს, რათა მარადჟამ მოიხსენებდეთ მამა თეიმურაზს თქვენს წმიდა ლოცვებში.

ფოთისა და ხობის
ეპარქიის სამდივნო