,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“

 

,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“. 
    აღნიშნული ტრენინგი, ბორჯომში სასტუმრო ,,ბორჯომი პალასში,, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, 26 ნოემბერს გაიმართა.
    პროექტის ფარგლებში, 7 ბუნებრივ საფრთხის: წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, ძლიერი ქარი, გვალვა, მეწყერი და ზვავის შედეგად მიყენებული საფრთხეების შეფასება იყო, რომლის პრაქტიკული და თეორიული ნაწილი, დარგის  ექსპერტთა ჩართულობით გაიმართა.

 

პროექტი მიზნად ისახავს, კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას,რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობებისგან, გვალვისა და სხვა საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.
    შეხვედრას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი ლევან ურიდია 

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2573729966090211&id=100003596985183




ვიდეო, ფოტოს ავტორი ირაკლი შონია










გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს პროექტის ათი სამინზე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში მედიის როლი და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობა განიხილეს.
შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჭიჭინაძე და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, საზოგადოებამ გააცნობიეროს საკუთარ როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში.