ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის namdvili წევრი, akademikosi, საქართველოს დამსახურებული მშენებელი.
პაატა რეკვავა დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს ქ. ხობში, მოსამსახურის ოჯახში.{დედა მერი ქიტიაშვილი რეკვავა- ექიმი გინეკოლოგი, მამა კუკური (აბესალომ) რეკვავა იურისტი და მშენებელი.
1965 წელს დაამთავრა ხობის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. 1971 წელს მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით 1971-1972 წლებში მუშაობდა ინჟინრად სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის თბილისის განყოფილებაში, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ 1972-1974 წლებში ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემის საპროექტო ინსტიტუტში „საქსახპროექტში“, სადაც მის მიერ მომზადებულ იქნა გაგრის რაიონის დ. ბზიფში სამრეწველო ობიექტის - სახლთმშენებლობის კომბინატის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი.
1974-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემის N1 სამშენებლო ტრესტში ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც ახორციელებდა ტექნიკურ ზედამხედველობას მშენებარე ობიექტებზე ქ. თბილისის შემოგარენში.
1978 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედგობის ინსტიტუტის ასპირანტურის სრული კურსი.
1979-1995 წლებში კი muSaobda საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედგობის ინსტიტუტში უმცროს, მეცნიერ და უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე სეისმომედეგი კონსტრუქციების განყოფილებაში.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1987-1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედგობის ინსტიტუტიდან მივლინებული იყო მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტიუტში, სადაც მუშობდა სტაჟიორ-მკვლევარად.
1995-1996 წლებში ბატონი პაატა იყო ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ლტოლვილთა რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე.
1996-2002 წლებში ის საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ბატონი პაატა 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოწვეულ სპეციალისტად, ხოლო შემდგომ ამავე კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო-საორგანიზაციო საკითხებში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა 2004-2006 წლებში.
2005 წელს იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრი, სადაც მუშაობდა სამშენებლო კოდექსის კანონპროექტის შემუშავებაზე.
2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
2007 წელს არჩეულ იქნა საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
2007 წელს სსიპ კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია და საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დაინიშნა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე
შემდეგ კი მუშაობდა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სსიპ კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.
2011 წლის 24 იანვრიდან დღემდე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში: თავდაპირველად სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის თანამდებობაზე, 2016 წლიდან ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა-ნაგებობების პროექტირების განყოფილების უფროსად, ხოლო 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა-ნაგებობების მოწყობის განყოფილებას.
2005-2008 წლებში იყო დსთ-ს სამშენებლო საქმიანობაში თანამშრომლობის სამთავრობათა საბჭოს სეისმომედეგი მშენებლობის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგატი, სადაც სეისმური სტრატეგიისა და პოლიტიკის ერთიანი კონცეფციიდან გამომდინარე, მის მიერ მომზადდა დსთ-ში შემავალი ქვეყნების მთავრობებისადმი მიმართვა, სეისმურ რეგიონებში სეისმური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემასთან დაკავშირებით და დაყენებული იქნა საკითხი ადგილობრივი, რეგიონალური და მსოფლიო მნიშვნელობის ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო ღირებულებების შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების შესახებ შესაბამისი პროგრამის შემუშავების თაობაზე.
2009-2014 წლებში არჩეულ იქნა ა(ა)იპ სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად, ხოლო 2015 წლიდან დღემდე არის ამავე ასოციაციის დირექტორი. იგი 2009 წლიდან არის სეისმომედეგი მშენებლობის ევროპის ასოციაციის ეროვნული წევრი, ხოლო 2013 წლიდან სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული დელეგატი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან მოქმედი „ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების“ შემსწავლელი კომისიის წევრი, შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საექსპერტო--საკონსულტაციო საბჭოს წევრი, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მშნებლობისა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების სფეროში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ტკ-5-ის წევრი, ხოლო 2017 წლიდან -ამავე კომიტეტის დაპროექტების ევროპული სტანდარტების ევროკოდების ეროვნული დანართების მომზადების სარედაქციო-ტექნიკური ჯგუფის წევრი.
2016 წელს მიიღეს განათლებისა და კვლევის მსოფლიო ასოციაციის ათენის განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის აკადემიურ წევრად. არჩეულია საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
2019 წელს აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2019
წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის 2020წელს დაჯილდოვდა მე-3 ხარისხის მედლით, ხოლო მიმდინარე წელს მე-2 ხარისხის მედლით.
პაატა რეკვავა არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიისა და 3 გამოგონების ავტორი სეისმომედეგი მშენებლობის დარგში.
მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია და დაცულია რამდენიმე საკანდიდატო და აკადემიური დოქტორის დისერტაცია.
წლების მანძილზე სისტემატურად იღებდა მონაწილეობას რესპუბლიკური, საკავშირო, ევროპისა და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის სფეროში.
არის არქიტექტურისა და სეისმომედეგი მშენებლობის სფეროში რამდენიმე სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის სამეცნიერო სარედაქციო რედკოლეგიის წევრი და რეცენზეტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (აშშ, საბერძნეთი).
მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები დანერგილია როგორც სეისმომედეგი დაპროექტებისა და მშენებლობის პრაქტიკაში, ასევე შესაბამის ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტებში და საერთაშორისო სამეცნირო პროექტებში.
სსრკ-ს მშენებლობის სამინისტროს „მშენინდუსტრიის“ სპეციალური საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიუროს საქართველოს ფილიალში (1982წ., 1985წ.) და „თბილზნიეპში“ (1989წ.) მისი კვლევის შედეგები წარმატებით იქნა გამოყენებული შესაბამისად ექსპერიმენტული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მსხვილპანელური შენობების (სერია 1.090-1-2ს) ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტების დამუშავებისა და სეისმომედეგობის დასაბუთების დროს.
კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალურმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა (ქ. მოსკოვი) სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემის 0.74.03-„ შენობა-ნაგებობების და მათი ფუძეების და საძირკვლების სამეცნიერო საფუძვლების და დაპროექტების მეთოდების დამუშავება სეისმური რაიონებისათვის“ ფარგლებში საერთო საკავშირო ნორმატიული დოკუმენტის - „სეისმურ რაიონებში მშენებლობისათვის მსხვილპანელური შენობების დაპროექტების სახელმძღვანელო“-ს მე-4 დანართში შეიტანა მის მიერ დამუშავებული მეთოდი - „მსხვილპანელური შენობების გაანგარიშება სასრული ელემენტების მეთოდით“ (1981წ.).
კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალურმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა (ქ. მოსკოვი) მსხვილპანელური შენობების სეისმურ ზემოქმედებაზე გაანგარიშების მის მიერ დამუშავებული მეთოდი შეიტანა საერთო საკავშირო ნორმატიულ დოკუმენტში - „რეკომენდაციები შენობა და ნაგებობების როგორც სივრცული სიტემების გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე საინჟინრო სეისმომეტრული სადგურების ინსტრუმენტული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მასალების და კონსტრუქციების რეალური თვისებების გათვალისწინებით“, ამავე ინსტიტუტის მიერ რუსეთის ფედერაციის ნორმების „მშნებლობა სეისმურ რაიონეში“ მომზადებისას გამოყენებულია მისი სადოქტორო დისერტაციის მასალები, საანგარიშო დატვირთვებისა და მსხვილპანელური შენობების სეისმომედეგობის კვლევების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებით (1997წ).
მსხვილპანელური საცხოვრებელი შენობების სეისმურ ზემოქმედებაზე საიმედოობის შეფასების მის მიერ დამუშავებული მეთოდი შესულია რუსეთის ფედერაციის არქიტექტურულ-სამშენებლო ენციკლოპედიაში, ტომი X - „მშენებლობის უსაფრთხოება, შენობა-ნაგებობების საიმედოობა“, 2005წ.
სსიპ კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე მუშობის პერიოდში პაატა რეკვავას გარკვეული წვლილი მიუძღვის სეისმომედეგი მშენებლობის ეროვნული ნორმების (ტექნიკური რეგლამენტის „სეისმომედეგი მშნებლობა“) პნ 01.01-09 მომზადებისა და მიღების საქმეში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ არის დამტკიცებული.
მისი ინიციატივით სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 29 ივნისს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია და გარეკანის მეთოდით მიღებულია სტანდარტების ევროპული კომიტეტის სტანდარტი ენ „ანტი-სეისმური მოწყობილობები“, რაც საფუძველია შენობებსა და ხიდებში სეისმოიზოლაციური კონსტრუქციების დაპროექტებისათვის.
მას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული სპიტაკის 1988 წლის მიწისძვრისაგან დაზიანებული შენობების ადგილზე შესწავლისა და ინჟინრული ანალიზის ჩატარებაში. ხელმძღვანელობდა ხაშურის რაიონში რაჭის 1991 წლის მიწისძვრისგან დაზიანებული შენობების საპროექტო-აღდგენით სამშენებლო სამუშოებს.
უშუალოდ მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოკვლეულია რაჭის 2006 და 2009 წლების მიწისძვრებისაგან ონის, ამბროლაურის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში 4500-მდე დაზიანებული სხვადასხვა კონსტრუქციული ტიპის შენობა-ნაგებობათა დაზიანების ხარისხი და ინინრული ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია აღდგენა გაძლერებისათვის საჭირო საპროექტო ღონისძიებები.
როგორც სარედაქციო კოლეგიის წევრს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის 2002 წლის მიწისძვრის მასალების განხილვაში და წიგნად გამოცემაში (2005წ.);
პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დედაქალაქსა და სხვადსხვა რეგიონში გამოკვლეულია 3000-მდე სხვადსხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და 129 საჯარო სკოლის ტექნიკური მდგომარეობა. გაცემულია შესაბამისი დასკვნა - რეკომენდაციები მათი სეისმომედეგობის ამაღლება-გაძლიერების პროექტების დამუშავებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი და ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მიხედვით მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დამუშვებულია სხვადსხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და სარემონტო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. მომზადებულია დასკვნები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები ინფრასტრუქტურაში არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის, საექსპლუატაციო ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებისა და სეისმომედეგობის დონის ამაღლების შესახებ, შესაბამისი სარეაბილიტაციო საპროექტო ღონისძიებების დამუშავებით.
სანიმუშო, ხარისხიანი და კეთილსინდისიერი შრომითი საქმიანობისთვის სხვადსხვა ორგანიზაციებში მუშაობისას გამოცხადებული აქვს მადლობა.
2015 წლის 17 ივლისის საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით 2013-2014 წლების საინჟინრო მოღვაწეობის შედეგების მიხედვით მიენიჭა წლის საუკეთესო ინჟინრის საპატიო წოდება.
მისი ბიოგრაფია შესულია საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში.
პაატა რეკვას ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი, ორი შვილიშვილი.
მიუხედავად იმისა, ბატონი პაატა სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ახალგაზრდობიდანვე არ იყო განებივრებული თავისუფალი დროით, მას არასოდეს მიუტოვებია მისი მშობლიური ხობი და ხობელები. იგი მუდმივად არის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მეზობლებისა და მეგობრების ლხინისა და ჭირის მოზიარე, უაღრესად კეთილშობილი პიროვნება. სიკეთის კეთება, მოყვასისადმი თანადგომა მისი ცხოვრების წესია.
წარმატებები საქმიანობაში, ჯანმრთელობა, დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვოთ ხობელთა (და არა მარტო) საიმედო და საამაყო პიროვნებას.
ლევან ღვინჯილიას ბლოგის მიხედვით მოამზადა