ცნობილია, რომ საზანოში (სამეგრელო-ჭანეთი) სიმინდის კულტურის შემოსვლამდე მხოლოდ ღომი და ფეტვი (შემდეგში „მჭადისმჭადად“ წოდებული) იყო ძირითადი მცენარეული საკვები. ღომისა და ფეტვის მოწევისას თავთავის მოჭრას „გიმუა“ ერქვა და „გიმათუთა“ (ქართულად ღვინოობისთვე) ღომისა და ფეტვის მოსავლის აღების თვეს აღნიშნავდა, ხოლო აქედან „ნოგიმენი“ - მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი შემოდგომის ნაწილს. შემდეგში ღომისა და ფეტვის გვერდით სიმინდის კულტურა რომ გავრცელდა, „გიმუა“ სიტყვა ვერ გამოხატავდა „მოსავლის აღების“ ცნებას, რადგანაც სიმინდს (არათავთავიანს) „ტეხავდნენ“ და არა „გიმავდნენ“. გაჩნდა საერთო ტერმინი „გიმატახუა“ (გიმუა+ტახუა-დან). დღეს, რადგანაც, სამწუხაროდ, სიმინდმა მთლიანად განდევნა ღომი, მხოლოდ „ტახუა“ იხმარება.
სერგი ჯიქია "შენიშვნები სიმინდ-სემიდალის შესახებ" . სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 1947 წ. გვ. 437.