24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

 


24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება, – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წესების დაცვით მუშაობას გააგრძელებენ აგრარული ბაზრები.
"მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ, რომ სამწუხროდ, იქ ვერ იქნება დაცული ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის. ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული. მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურად ვაჭრობის საშუალება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.