ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა

 


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა და მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

https://imedinews.ge/ge/samartali/169590/khobis-munitsipalitetis-sopel-nojikhevshi-qals-matarebeli-daejakha?fbclid=IwAR39zgQW-YrPFzvYRFfI6esuk7_asSI2qHeEx1-OXxqFIAMIfk5FbpQMd6o