ქართველების ბაია მარე რუმინეთის ჩემპიონი გახდა


რუმინეთის ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონის ფინალი გაიმართა, რომელშიც "ბაია მარე" "ტიმიშოარა სარასენსს" დაუპირისპირდა და 23:17 სძლია.

მასპინძელი გუნდის რიგებში ოთხი ქართველია: წარმოშობით ხობელი ხვიჩა ჯგერენაია,  რევაზ დუგლაძე, ომარ ბალიაშვილი და ბექა ბიწაძე.

"ბაია მარე" რუმინეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, სულ კი მეშვიდედ გახდა.