ირაკლი ხახუბია ხობის მოსახლეობას შეხვდა


 

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრ დაჩი ბერაიასთან და ხობის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხამისკურის, თორსა-დღვაბის, ხეთის, პირველი მაისისა და ხობის მოსახლეობას შეხვდნენ. ისაუბრეს მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და მოისმინეს არსებული გამოწვევები. ადგილობრივების მიერ დასახელებული საჭიროებები, მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენის დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

წყარო: https://www.facebook.com/GDDachiBeraia/photos/pcb.1038931203219590/1038928039886573/