ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო წირვა აღასრულა

2020 წლის 21 სექტემბერს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო წირვა აღასრულა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის სამრევლო ტაძარში, რომელიც ამ დღესასწაულის სახელზეა აშენებული. მეუფე გრიგოლმა დალოცა ტაძრად მობრძანებული მრევლი და წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა სამწყსოს.

https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/photos/a.1565178223720835/2696439267261386/