საჭოჭუოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ საჭოჭუოში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,შარა-გზამშენ პირველ“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 558 785 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.