გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო


თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკაში გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო -სულ ჩემი გულის მონაწურია, რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსებიგაიმართა.
პოეზიის საღამოზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის შემოქმედებიდან საუკეთესო ნიმუშები წაიკითხეს.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.