საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისწევრი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ევროპული განათლების მქონე, არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი, რეპრესირებული - ხეთელი, დიომიდე თოფურიძე.
ხობს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1918-1924 წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებში - დამოუკიდებლობის მოპოვება, პირველი რესპუბლიკა, ბრძოლა დამოუკიდებლობის დასაცავად, ბიელი იუნკერი, 1924 წლის აჯანყება და რეპრესიები.
დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე (ნამდვილი გვარი ბორისოვი-ბერიძე)დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს (ძველი სტილით) ქუთაისის გუბერნიისზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში, აზნაურის ოჯახში; ეროვნებით ქართველი.
სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, შემდგომ - ქუთაისის კლასიკურგიმნაზიაში; 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა არალეგალურიურთიერთდახმარების სალარო, თვითგანვითარების წრე; გამოსცემდნენ ხელნაწერჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატიპუბლიცისტების ნაწარმოებებს, აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურლიტერატურას.
ამ დროიდან დაინტერესდა მარქსიზმით; ქუთაისში გადასახლებული მარქსისტიკოზირენკო დაეხმარა სწავლისათვის საჭირო ლიტერატურის შერჩევაში; ამავეპერიოდში ქუთაისში გამოჩნდნენ „მესამედასელები“, რომლებსაც დაუახლოვდა დამალევე მათი ჯგუფის წევრი გახდა.
„მესამედასელები“ მარქსისტული მოძღვრების პროპაგანდისათვის ხშირადმართავდნენ საჯარო ლექციებს და დისკუსიებს ქუთაისის ბულვარში.
1895 წელს ჟურნალ „Новое обозрение“-ში გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერონაშრომი სამეგრელოში დამნაშავეობის დინამიკის კავშირის შესახებ ეკონომიკურმდგომარეობასთან - სიმინდის საექსპორტო ფასებთან.
ამ პერიოდიდან მუდმივად თანამშრომლობდა პრესაში ფსევდონიმებით: „Д.Т.“, „Социалист“, „NEMO“, „ბორისოვი“, „დ. კოლხიდელი“, „ისარი“, „ისაი“, „Карский“, „Д. Чаукий“ „Т“, „დ. თ.“ და „დ. თ-ძე“.
1895 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1896წელს კი ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.
დაუკავშირდა ჟენევის სოციალ-დემოკრატიულ წრეებს; აქტიურად ჩაერთოპარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და თეორიულ დისკუსიებში სხვასოციალისტური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან; გამოდიოდამომხსენებლად საჯარო ლექციებზე, ხელმძღვანელობდა წრეებს.
დიომიდე თოფურიძე იყო ჟენევაში ჩამოყალიბებული „Искра“-ს პირველი და მეორეჯგუფების წევრი.
ჟურნალ „კვალის“ სოციალ-დემოკრატების დაქვემდებარებაში გადასვლისთანავეგახდა მისი მუდმივი თანამშრომელი და აქვეყნებდა სტატიებს ეკონომიკურსაკითხებზე; ასრულებდა რედაქციის სპეციალურ დავალებებს.
1901 წელს თავისი დისერტაციის („გაღატაკების თეორიის“ შესახებ)დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდა, ისმენდა ლექციებს სორბონასა დაფრანგულ კოლეჯში, ასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში.
1902 წელს ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის დაპატიმრებისა და გასახლებისგამო ჟურნალი „კვალი“ უხელმძღვანელოდ დარჩა და თოფურიძე, „მესამედასელების“ თხოვნით, „Искра“-ს ჯგუფიდან მიღებული სამოქმედოინსტრუქციებით ტფილისში დაბრუნდა; „კვალის“ რედაქტორობიდან პეტრესურგულაძისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის დათხოვნის შემდეგ რედაქტორობდაჟურნალს.
მან ჩამოსვლისთანავე დააყენა კავკასიის პარტიული ცენტრის შექმნის საკითხი, რაცმალევე განხორციელდა „კავკასიის კავშირის კომიტეტის“ სახით, სადაც რსდმპ-ისტფილისის, ბათუმის, გურიის, ქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდნენ;არჩეული იყო კავშირის კომიტეტის წევრად; მუშაობდა კავშირის კომიტეტისაღმასრულებელ ბიუროში; ხელმძღვანელობდა არალეგალური პრესისა დაორგანიზაციების საკოორდინაციო სამუშაოებს.
1903 წელს იძულებული გახდა, გადასახლებულიყო სარატოვში, სადაც 1903 წელსვერსდმპ-ის ტფილისის კომიტეტმა აცნობა, რომ არჩეული იყო ტფილისის კომიტეტისდელეგატად რსდმპ მე-2 ყრილობაზე; ყრილობაში მონაწილეობდა „Карский“-სფსევდონიმით; აქტიურად მონაწილეობდა დებატებში ეროვნული და აგრარულისაკითხებისა და პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პრინციპების შესახებ;მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა „ბოლშევიკებს“, ეროვნული საკითხის გამომიემხრო ნოე ჟორდანიას პოზიციას.
1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთისკომიტეტში; 1903 წელს რსდმპ-ის კავკასიის კავშირის კომიტეტის მეორე ყრილობაზეკვლავ აირჩიეს კავშირის წევრად, თუმცა არჩევნებისას წარმოქმნილი კონფლიქტისგამო არჩეული წევრების უმრავლესობამ, მათ შორის დიომიდე თოფურიძემაც,დატოვა ხელმძღვანელი ორგანო.
1904 წელს დაპატიმრებისაგან თავის ასარიდებლად გადასახლდა სარატოვში, სადაცმუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და აქტიურმონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში: რედაქტორობდა გაზეთ„Приволжский край“-ს; ხელმძღვანელობდა გაფიცვებსა და და შეიარაღებულიაჯანყების სამზადისს.
რევოლუციის დამარცხებისა და რეაქციის დაწყების შემდეგ ხულიგნების ბრბომ„პოგრომი“ მოუწყო გაზეთის რედაქციას, სადაც დიომიდე თოფურიძე ოჯახთანერთად ცხოვრობდა, მაგრამ მან მოახერხა ოჯახისა და რედაქციაში თავშეფარებულისხვა დევნილების გადარჩენა.
1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიისსაზღვრებიდან გაძევებული; უკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას ე. წ. „კრეპოსტში“ პატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდა, პეტერბურგშიარალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო; ცხოვრობდა ყალბი პასპორტით -კიკვიძის გვარით, თუმცა „ოხრანკამ“ მალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვასოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრა; გადაგზავნეს სარატოვის ციხეში,იქედან კი სამარაში.
ციხეში საფუძვლიანად შეისწავლა და დაამუშავა აგრარული პრობლემისსაკითხები, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ მომზადებული ნაშრომის გამოქვეყნებავერ შეძლო.
1909 წლიდან, გათავისუფლების შემდეგ, ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსასოციალ-დემოკრატიული ჟურნალი „Возрождение“ , მაგრამ მძიმე ეკონომიკურიმდგომარეობის გამო დაბრუნდა სარატოვში; მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაშიდა დააარსა გაზეთი „Поволжье“, რომელშიც ლენინის და - მარია ულიანოვათანამშრომლობდა.
1913 წელს დაბრუნდა პეტერბურგში და მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოებაში,პარალელურად მატერიალურად ეხმარებოდა პარტიულ ორგანიზაციებს.
1916 წელს სრულიად რუსეთის ქალაქთა კავშირის დავალებით დაინიშნავოლგისპირეთის გუბერნიის ეკონომიკური კომიტეტის მუნიციპალურიგანყოფილების გამგედ.
1917 წლის თებერვლის რევოლუციისას მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდაახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვში, არჩეული იყო ვოლგისპირეთისსაგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივიხელმძღვანელი.
მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე;არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროსთავმჯდომარედ.
1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სარატოვშიც ადგილობრივიგარნიზონის მხარდაჭერით ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება; დიომიდეთოფურიძემ დაპატიმრებისაგან თავის არიდება ძველი ამხანაგის - მარია ულიანოვასდახმარებით შეძლო და საიდუმლოდ დატოვა სარატოვი.
1918 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში.
იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტისთავმჯდომარე.
დააარსა ჟურნალი „ეკონომისტი“; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულგამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე.
1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისპარლამენტის წევრი.
1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო 1919 წლის 12მარტიდან - საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრადსაქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი.
დიომიდე თოფურიძე მუშაობდა ბათუმის დიპლომატიური მისიისთავმჯდომარედ, სანამ ბათუმი ბრიტანეთის საექსპედიციო ჯარების სარდლობასექვემდებარებოდა.
1919 წლის ბოლოსათვის აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავად და ცდილობდასაქალაქო მეურნეობის გამოცოცხლებას და ადმინისტრაციაში დისციპლინისდამყარებას.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურსაქმიანობას; 1921-1922 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკურიმდგომარეობის საკითხების მეცნიერულ შესწავლაზე; ნაშრომების მცირეფრაგმენტები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში.
დიომიდე თოფურიძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა1922 წელს. გაათავისუფლეს რამდენიმე თვის შემდეგ.
1923 წელს ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების ზეწოლითადა ტერორის გამოყენებით მიმდინარე პარტიების „თვითლიკვიდაციის“ კამპანიისდროს დიომიდე თოფურიძე კვლავ დააპატიმრეს; ციხეში მყოფმა დიომიდეთოფურიძემ 1923 წლის 13 სექტემბერს პრესაში განაცხადა, რომ 1921 წლის შემდეგგაწყვეტილი ჰქონდა კავშირი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათაპარტიასთან და ლოიალურად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ამგანცხადების შედეგად გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.
1923 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოს სახალხო მეურნეობასთან“.
1923 წელსვე დაინიშნა სსრკ ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებულისსამმართველოში ფინანსურ ინსპექტორად, შემდეგ კი - ადგილობრივი ფინანსებისგანყოფილების მმართველად; მანვე დააყენა საკითხი რწმუნებულის აპარატისსაქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომსარიატად გარდაქმნის შესახებ დარეორგანიზაცის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ახალ კომისარიატში მუშაობას.
1929 წლამდე იყო საქართველოს სსრ საგეგმო კომისიის საბიუჯეტო-საფინანსოსექციის თავმჯდომარე; შემდეგ მუშაობდა „სოფლის კავშირის“ საფინანსო-ეკონომიკური საკითხების კონსულტანტად.
1930 წლისთვის გადაწყვიტა, მთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმოდრო და პენსიაზე გავიდა; გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის,სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე.
1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმაძალისმიერი მეთოდებით მოახერხა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათაპარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრებისდეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებების მიღება, რომელთა თანახმადაცსაქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრი“, რომლისმიზანიც შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციისგზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.
დიომიდე თოფურიძე დააპატიმრეს 1937 წელს, თბილისში, საკუთარ სახლში, „მენშევიკური ცენტრის“ წევრობისა და „დივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთაორგანიზაციაში“ „შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრებისგადაბირების“ ბრალდებით.საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმაგანსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტამიუსაჯა. ძიებისას თავი დამნაშავედ არ ცნო. დახვრიტეს 11 დეკემბერის ღამეს.
1939 წელს ბაქოში დააპატიმრეს დიომიდე თოფურიძის შვილი, ინჟინერიალექსანდრე თოფურიძე და „შრომა-გასწორების კოლონიაში“ გადაასახლესმაგადანში, სადაც 1942 წლის 30 აპრილს დახვრიტეს „კონტრრევოლუციურიაგიტაციის“ ბრალდებით.
დიომიდე თოფურიძე რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ უზენაესისსასამართლოს მიერ 1956 წლის 16 აპრილს.