მეუფე გრიგოლმა პატარა ფოთის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სამრევლოში სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სამრევლოში. წირვის შემდგომ მეუფემ მრევლს მიულოცა დღესასწაული, დალოცა და ქადაგებით მიმართა მას.