ზუგდიდის ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE)
ფარგლებში, თანადაფინანსების (გრანტების) პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების შექმნაა.
GENIE პროექტში გათვალისწინებულია გრანტები (თანადაფინანსება) სტარტაპებისთვის,
რომელიც განკუთვნილია დამწყები, კერძო,
მცირე საწარმოებისთვის.
საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს.
მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
პროგრამის პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციის,
საგანმანათლებლო სფეროს, არასამთავრობო სექტორის,
მედიის და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა.