12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა თემაზე - „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ჩაატარეს.
2014 წლიდან, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ახორციელებს პროექტს „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.