კონცერტი - „ყვავილების მეჯლისი“ (ვიდეო)


8 ივნისს, „ჭადრების ხეივანში“ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კონცერტი - „ყვავილების მეჯლისი“ გაიმართა. ხეივანში შეკრებილი მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ქართული ხალხური ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ. მაყურებელს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა პედაგოგების და მოსწავლეების მიერ ყვავილების თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია ესწრებოდნენ.