...სამშობლოსთვის გულანთებული ვაჟკაცი
სიკვდილს
ებრძოდა.
ოთახში
გამოკეტილს
ესროლეს,
შიშველს,
უიარაღოს.
ტრაგედიამ
შესძრა
საერისკაცო
საზოგადოება.
ატკივდა დედას ძუძები, აკივლდა. ტკივილმა გადაუარა მშობლიურ ლესიჭინეს. აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვა პირგამეხებული. კივილით მიიკვლევდა
გზას
გათოშილი.
სოფელი კვალში ჩაუდგა უბედურს. ბოკვერწართმეულ ძუ ვეფხვივით აყრუებდა
არაემარეს.
ორმოცი
კილომეტრი
ირბინა
თავისი
ცხოვრების
საშინელ
მარათონზე.
ხობის შემოგარენთან წამოეწივნენ ჯვარცმულს,
მაგრამ
დახეთ
უზნეობის
უსაზღვროებას!?
დედა
შვილთან
არ
მიუშვეს,
(როცა
ქრისტე
ჯვარს
აცვეს,
მარიამ
ღვთისმშობელი
შორიახლოდან
შეჰყურებდა
და
ჩვენთვის
დამახასიათებელი
რიტუალებით
განიცდიდა
მწუხარებას!)
გზა
გადაუღობეს.
შეურჩებია
ვინმეს
ოდეს
დედის
გული
შვილთან
განსაცდელის
პირისპირ!?
მარტომ
გაარღვია
ჯოჯოხეთური
რკალი,
შვილისკენ
გაიჭრა
ბოლომდე
გასული.
სოფელში
დატირების
უფლება
არ
მისცეს.
მალულად
დამარხეს
ავაზაკივით!
სადაა სამართალი!? მისი უმანკო სისხლი
სამართალს
ითხოვს
დღესაც!
რატომ
ღმერთო!?
ამდენ
ცოდვას
სად
წაიღებთ
ურჯულოებო!?
მოახლოებულია
თქვენი
განკითხვის
დღე!
ფაშისტები
არ
ესროდნენ
თეთრხალათიანებს!
მას სამშობლოს სიყვარული, ეროვნულობა არ აპატიეს! რომელიც სიკვდილის საფასურით შეისყიდა!
ეზოპეს ფრიად განსწავლულობის გამო უხმობდნენ.
ხალხის
საყვარელი
ექიმი
დარბეულ
მიტინგზე
ალალმართალი
იუმორით
მკურნალობდა
დამშეულთ.
ბავშვივით
გულუბრყვილო,
უბრალო,
თავმდაბალი,
როგორც
ჭეშმარიტი
ქრისტიანი.
სხვა რაღაა მისი სახელი, თუ არა უკვდავება!
მის ხსოვნას ძეგლი უნდა დავუდგათ.
ნათელში ამყოფოს უფალმა მისი უკვდავი
სული.
ბადრი ლომაია.
გაზეთი „ხობის მოამბე“ ნოემბერი 2017 წელი