შუა ხორგაში არხების ამოწმენდა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების ამოწმენდა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს უფროსმა პლატონ ბერაიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად:
 ✔ 4400 მეტრ მანძილზე ამოიწმინდება არხი 
✔მოეწყობა ეზოში შესასვლელები 
✔ აშენდება რკინა-ბეტონის მილხიდები პროექტის ღირებულება 82460 ლარია
 დასაქმებულია 15 მუშახელი პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თაგი“ აწარმოებს.