საქართველო სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დაღუპულებს გლოვობს

2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. დღეს საქართველო, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. 
გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის დროშები დაეშვა.