ხობის
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში კონცერტი სახელწოდებით -„ორად ორი იუბილარი და მათი
მეგობრები“ გაიმართა. ადგილობრივი მაყურებლის წინაშე ყველასათვის საყვარელი ორი ჯუჯა:
ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი; ზურა კობეშავიძე და მაკა ქაჯაია წარსდგნენ. მომღერლებმა
ცნობილი კომპოზიტორისა და ხობის საპატიო მოქალაქის ალექსანდრე ბასიალიას მიერ შექმნილი
დაუვიწყარი სიმღერები შეასრულეს. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ასევე ზრუნავდა ჯამბაზი
„ვოვა“.
ღონისძიებას
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია
და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
კონცერტი
ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმების“
ორგანიზებით განხორციელდა.

