ხობელი მოხალისეები მდინარე რიონზე შლუზის გახსნაში ეხმარებიან


უხვმა ნალექმა მდინარე რიონზე წყლის დონის მომატება გამოიწვია, თუმცა ამ დროისთვის დატბორვის საფრთხე არ არსებობს.
წყლის გამტარიანობის გაზრდის მიზნით მდინარე რიონზე გახსნილია მეხუთე რაბიც (შლუზი). ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საგენგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და პოლიციის თანამშრომლები. რაბის გახსნაში სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ხობელი და ფოთელი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.