აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 38 ჯგუფი მუშაობს, რომლებიც სპეციალური ტანსაცმლითა და შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილნი.
ქალაქ ხობში მიმდინარე სამუშაოებს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ.
პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდათ იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. 
 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: www.khobi.ge