ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია, კომისიის წევრებთან ერთად, ხობის, პირველი მაისის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას (500 – 4000 ლარის ფარგლებში) ითვალისწინებს.
2017 წელს, მუნიციპალური პროგრამით 5 ბენეფიციარმა ისარგებლა.