ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესში


ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ ხობში განთავსდა შესაბამისი საგზაო ნიშნები: 

 ცოტნე დადიანის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩაზე შესვლა აკრძალულია; 
 ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბერიას ქუჩაზე შესვლა ნებადართულია; 
 ქალაქ ხობის ქუჩებზე დაწესებული ახალი რეგულაციების შესახებ სრული ინფორმაცია:
 1)„ 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩისა და ცოტნე დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“; 
 2) ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთამდე - საგზაო ნიშანი „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“; 
 3) ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთამდე - საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“; 
 4) სტალინის ქუჩაზე სტალინის ქუჩისა და ბერიას ქუჩების გადაკვეთამდე - საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“; 
 5) ბერიას ქუჩაზე, ბერიასა და სტალინის ქუჩების კვეთაზე თი-ბი-სი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე - საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“; 
 6) ბერიასა და სტალინის ქუჩების კვეთაზე ბერიას ქუჩის მხრიდან - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 7) 9 აპრილის ქუჩქაზე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“;
 8) 9 აპრილის ქუჩაზე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;
 9) ბერიას ქუჩაზე ყოფილი უნივერმაღის შენობის უკან ტაქსების გამოსასვლელთან - საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“; 
 10) ბერიას ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან - საგზაო ნიშანი „ცალმხრივიმოძრაობიანი გზა“; 
 11) ბერიას ქუჩაზე ბერიასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“; 
 12) თამარ მეფის სანაპიროს დასაწყისში (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა- 5 ტონაზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია“; 
 13) გოგებაშვილისა და თამარ მეფის სანაპიროს გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა - 5 ტონაზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია“;
 14) ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს - საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“;
 15) ჭყონდიდელისა და თ. ქაჯაიას ქუჩების გადაკვეთაზე ჭყონდიდელის ქუჩის ორივე მხრიდან - საგზაო ნიშანი „სდექ, გაუჩერებლად გასვლა აკრძალულია“; 
 16) მშვიდობის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და მშვიდობის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 17) ვეკუას ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ვეკუას ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;
 18) ი. გოგებაშვილის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ი. გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა; 
 19) შ. რუსთაველის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და შ. რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 20) სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევში, ცოტნე დადიანისა და სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევის გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 21) სპორტის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;
 22) ცონტე დადიანის ქუჩაზე, ხობის რაიონული პოლიციის წინ - საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“; 
 23) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილის და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 24) ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე, ვაჟა ფშაველასა და ბერიას ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 25) თავისუფლების ქუჩაზე, თავისუფლებისა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“;
 26) სულხან საბას ქუჩაზე, სულხან საბასა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“; 
 27) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილისა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“
;  28) თამარ მეფის სანაპიროზე, ცოტნე დადიანისა და თამარ მეფის სანაპიროს გადაკვეთაზე - საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.