ხობის მუნიციპალიტეტში ორი ა(ა)იპ გაერთიანდა

ხობის გამგეობის სააქტო დარბაზში  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილეები შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ხობის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის შედეგად  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“   და  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ გაერთიანების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გაერთიანებული  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“ დირექტორად ბორის ბერაია და  დირექტორის მოადგილედ ხათუნა ხორავა წარადგინეს და წარმატებები უსურვეს.