7 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფმა, გია ისიანის
ხელმძღვანელობით, ქალაქ ხობის ცენტრალური სტადიონში
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეამოწმა.
ინსპექტირების ჯგუფმა ,,კოლხეთის“-ის
შესაბამის მუშაკებს ინსტრუქტაჟი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნების მზადყოფნაში მოყვანის
თაობაზე ჩაუტარეს.
არსებული სტადიონის ინსპექტირებისას ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია იმყოფებოდნენ.