,,ხობის ახალგაზრდული იდეის'' მიმართვა

მოგესალმებით მეგობრებო, ხობის ახალგაზრდული იდეის ზოგიერთი წევრი მოგეხსენებათ გახლავთ აბიტურიენტი, ამიტომაც მომავალი წლიდან ისინი მუშაობას ვეღარ განაგრძობენ, ამიტომაც გადაწყდა ახალი წევრების დამატება. კომიტეტის წევრებად გვინდა შევარჩიოთ, არა სკოლის მოსწავლეები,  არამედ 17,18,19 წლის ახალგაზრდები, ვინც ჩქვენს რეგიონში ცხოვრობს და არ მუშაობს. ასევე, წელს გვინდა, სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისჩართვაც პროგრამაში (აქაც, აუცილებელია ახალგაზრდა 17-19 ასაკობრივ ჯგუფში ჯდებოდეს). 

ამ ასაკის ახალგაზრდების მოსაძიებლად დაგვჭირდება თქვენი დახმარება, რადგან ჩვენ არ გვაქვს  შესაძლებლობა მათ ხმა მივაწვდინოთ. გთხოვთ, რომ მოიძიოთ თქვენს  (სოფელში/ქალაქში) მცხოვრები ახალგაზრდები,რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

- ასაკი 17,18,19 წლის
- არის თქვენი რეგიონიდან
- არ მუშაობს  (არ მუშაობს სამთავრობო ან არასამთავრობო სტრუქტურაში)

განსაკუთრებით გთხოვთ, რომ მოიძიოთ სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდები (სმენის, მხედველობის პრობლემების,  სხვადასხვა ფიზიკური თუ მსუბუქი გონებრივი შეზღუდვის მქონე და ა.შ)
მადლობა წინასწარ.

დაგვიკავშირდით: xobiyb@gmail.com