მეორე სამამულო ომის მონაწილე მელენტი ანდრის ძე გაბისონია

მელენტი ანდრის ძე გაბისონია დაიბადა 1914 წლის 12 მარტს.
   
       1937 წელს შექმნა ოჯახი დაქორწინდა ტატიანა ფილიპეს ასულ ლაგვილავაზე
       1938 წელს ქ.თბილისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობით.
        1938-1941 წ.წ მუშაობდა პირველი მაისის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.
       1941 წელს  მეორე მსოფლიო ომში წავიდა მოხალისეთ.
მონაწილეობა   აქვს მიღებული:  ქერჩის დაცვაში და კავკასიის ქედის დაცვაში სადაც ამ უკანასკნელში მძიმედ დაიჭრა, ჰოსპიტალიზირებულ იქნა ქ.დერბენდში.
       1942 წელს ჰოსპიტალიზების შემდგომ მშობლიურ სოფელში მუშაობა დაიწყო სამხედროს მასწავლებლად.
        წლების განმავლობაში იმუშავა სხვა და სხვა თანამდებობებზე:
პირველი მაისის კოლმეურნეობის მთავარ ბუღალტრად,  გურიფულის  მეცხოველეობის გაერთიანების მთავარ ბუღალტრად და ხობის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების მთ. ბუღალტრად.
        მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები.

გარდაიცვალა 1997 წლის 8 თებერვალს.