ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა. 25 მაისის მდგომარეობით, სულ დამუშავდა 7645 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. „მცირემიწიან  ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“  ფარგლებში დამუშავდა 6019 ჰექტარი, ხოლო პროგრამის გარეშე - 1626 ჰა. ამ დროისათვის დათესილი ფართობის რაოდენობა შეადგენს 3975 ჰექტარს.
ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით განხორციელდა.