ქალაქ ხობში, ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლებმა, ხობის საჯარო სკოლების მოხალისეებთან ერთად, მოსახლეობას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. საინფორმაციო აქციას ხობის
მუნიციპალიტეტის გამგეობის
და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში მოხალისეებმა
ქ.ხობის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ევროპის დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს.