26 მაისს წყალტუბოს სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი
ღია პირველობა მკლავჭიდში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა) იპ „ხობის მუნიციპალიტეტის
განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელთა ჯგუფის აღსაზრდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი
კ.თუთბერიძე) და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ: დათო ჯიშკარიანი
(60 კგ. მარჯვენა მკლავი), ნუგზარ ბიბილეიშვილი (60 კგ. მარცხენა მკლავი), გიგა კოდუა
(ორგზის 65 და 70 კგ-ში, მარჯვენა მკლავი), ცოტნე ცხადაია (ორგზის 70 და 80კგ-ში, მარცხენა მკლავი). მეორე ადგილი დაიკავეს - ც. ცხადაიამ (მძიმე წონა) და გიგა კოდუამ (60 კგ-ში მარჯვენა მკლავით), მესამე ადგილი დაიკავა
ნუგზარ ბიბილეიშვილმა (60 კგ. მარჯვენა მკლავი).
საბოლოო ჯამში, ხობელი მკლავჭიდელების
ანგარიშზე, 6 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილია.