ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება

12 აპრილს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ბორჯომის „ბორჯომი“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.







გთავაზობთ შესვენებაზე დიქტორის, მერაბ სალაყაიას მიერ წარმოთმულ სიტყვას:

      ძვირფასო მეგობრებო, ბოლო 15 წლის მანძილზე, მიმდინარე წელს  ხობის „კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის რეალური შანსი გაუჩნდა. ფეხბურთის განვითარების კუთხით დიდი წარსული აქვს ხობს . მეისტორიე გვამცნობს, რომ 1938 წლიდან ხობელი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ იმ დროისთვის კარგი თამაშით გამოირჩეოდნენ გოგი მამფორია, აპალონ თათარიშვილი, პანტიკო წურწუმია, დანიელ გიორგაძე, კოტე გოგენია, პანტიკო ერემაძე, ღუღა თათარიშვილი და სხვები. შემდგომ ყველა დროში ხობელები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს. რამდენჯერმე გახდნენ საქართველოს ჩემპიონები რაშიც გარკვეული წვლილი შეიტანა შემდგომმა თაობამ ლაჟვარდ ბუკიამ, როლი ქირიამ, ხიტა ჭოჭუამ , მელორ ზაქარაიამ, ელდარ და კოლია გვასალიებმა, გენადი ფირცხელავამ ვიტალი მაიდანიკმა რომანი მირცხულავამ იგორ თუთბერიძემ, ელგუჯა მარდალეიშვილმა და სხვებმა.

     ხობელი ფეხბურთელებიდან დემურ ვეკუა ავთანდილ ქანთარია და ენუქი თევზაძე თბილისის დინამოს შემადგენლობაში თამაშობდნენ .
    გასული საუკუნის 80 -იან წლებში ხობის „კოლხეთი“ მონაწილეობდა საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში. ოქროს ასოებით არის ჩაწერილი  ხობის საფეხბურთო ისტორიაში პაატა თათარიშვილის, დემურ თუთბერიძის, ჯოდო ქაჩიბაიას,ზურაბ და მალხაზ ბუბუტეიშვილების,  ფრიდონ გოცირიძის და იმდროინდელი რაიონის ხელმძღვანელობის სახელები,
     აღსანიშნავია უახლოეს პერიოდში მოთამაშე ფეხბურთელების ზურაბ ლატარიას . გელა ხურცილავას, რეზო ქაშიბაძის, თენგიზ ჭიჭინაძის, გია ფარფალიას, ედიკა გვასალიას, ედიკა საჯაიას, ლევან გვაზავას, ლადი ახალაის, ზურაბ და ზაზა აიანადების, ვლადიმერ ჯამბურიას,  ალექსანდრე სანაიას, დავით დანელიას, ირაკლი სახურიას წვლილი.
   დღესაც ხობელი ფეხბურთელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის  პირველ ლიგაში წარმატებით ასპარეზობენ .ერთადერთი კლუბია ხობის „კოლხეთი“ ქვეყნის მაშტაბით, რომელიც ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ხობის საფეხბურთო სკოლის მწვრთნელთა კორპუსს.
   მიმდინარე წელს ,რაიონის ბიუჯეტიდან იგეგმება ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ამ დროისათვის მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები.