ხობის საპატიო მოქალაქე ელიზბარ ნადარაია

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხობის საპატიო მოქალაქეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ელიზბარ ნადარაიას ულოცავს 80 წლის იუბილეს და უსურვებს წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ელიზბარ ნადარაია დაიბადა 1936 წლის 17 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში


1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;

1963  წელს -            მოსკოვის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა;

1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მოსკოვის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;

1981 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ტაშკენტის რომანოვსკის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;

2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


 2013  წელს  მიღებული აქვს ღირსების ორდენი.