სპექტაკლი „მარტოსული“ ხობში

12 აპრილს  ქალაქ  ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ერთი მსახიობის თეატრმა  გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“  მიხედვით დადგმული სპექტაკლი  „მარტოსული“  წარმოადგინა.  სპექტაკლში, რომლის დამდგმელი რეჟისორი მანანა შამათავაა,  შორენა და მეგი წულაიები  მონაწილეობდნენ.