დედაენის დღე ხობში

14 აპრილი, დედაენის დღე ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა  ღონისძიებით აღინიშნა. ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დედაენის დღისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს. თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქ ხობის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელთა მონაწილეობით  შემეცნებითი ღონისძიება ,,შეხვედრა დედაენასთან“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში გაიმართა.