პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირში ადგილობრივ გუნდებთან ერთად, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდიც იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრები 19 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.