ხობში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საახალწლო ნობათი გადაეცა


31 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შობა–ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს. საჩუქრები 54 ოჯახის 120–მა ბენეფიციარმა მიიღო. 

სტუმრებმა უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერი დღეები უსურვეს.