31 დეკემბერს ქ. ხობის N1, საჯიჯაოსა და პირველი მაისის საბავშვო ბაღებში საახალწლო-საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ბაღის აღსაზრდელები ორიგინალური სცენარით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სანახაობა და განასახიერეს ზღაპრის გმირები. ფიფქიებმა და თოვლის ბაბუებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.