ძვირფასო ხობელებო,
გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!
...ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ, მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო…
...შობა და ახალი წელი - ეს ის დღეებია, როდესაც ყველა ივიწყებს დროებით დარდს, ტკივილს და თბილი გულით ხვდება ახალს. ახალი წელი ხომ ძველის დავიწყების და ახლის შემობრძანების სიმბოლოა.
დაე, ეს წელი ყოფილიყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წინგადადგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე თამამი და სანუკვარი ოცნებების ახდენისათვის, თქვენ მიერ საკუთარ თავში გარკვევის, მასში სრულიად ახალი, უჩვეულო შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათი წარმატებით გამოყენების წელი!
2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა - გაკეთდა გზები, მოეწყო სანიღვრე არხები, სოფლები უზრუნველყოფილიქნა სასმელი წყლით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სააღმზრდელო დაწესებულებებს, 1500 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაეწია დახმარება. ეს ყველაფერი კი ჩვენი ერთობლივი წარმატებაა. ვიმედოვნებ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო მეტად საქმიანი, წარმატებული და სასიკეთო იქნება.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
სიყვარულით და პატივისცემით,
გოჩა
ქაჯაია
ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებელი