ხობი 50-60 ანი წლები (ირაკლი შონიას ფოტო არქივიდან)

ხეთის ციტრუსის მეურნეობა

პირველ სართულზე რაიმაღაზია იყო განთავსებული მეორე სართულზე ე.წ.რაიკავშირი

ყველის წინ საკუთარ გვერდზე (ირაკლი შონია) განვათავსე ხობის 50-იანი წლების ფოტო, რომელსაც ხობარები კომენტარების სახით ძალიან თბილად გამოეხმაურნენ, გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
ახლა ეს შენობა არ არსებობს. მაშინ შენობის პირველ სართულზე მაღაზია იყო, მოგვიანებით მას კოტეს და ჟენიას მაღაზიას ვეძახდით. მეორე სართულზე რაიკავშირი იყო. ხოლო გვერდით ხობელებისთვის ერთადერთი გასართობი კინო იყო. თუ ვინმეს ვისიმე ნახვა უნდოდა კინოში ნახავდა. ხობი ეს ჩვენი ჰობია. ვენაცვალე ხობში და ხობელებს.
სოსო ქებურია
ზუსტად აღწერა სოსომ, ოღონდ კიდევ დავამატებდი: მაღაზიის გვერდით ავტოსადგურიც იყო და იქ "პაზები" (ერთგვარიავტობუსები) და "კარობკა" ავტობუსები დგებოდნენ. სკოლის მერე მამასთან მისული სახანძრო კიბის ბაქანზე ვდგებოდი და მგზავრების თვალიერებით ვერთობოდი. კინოს შენობაში სამშაბათს პირველი სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდებოდა 1 და 3 საათიანი სეანსები, ოთხშაბათს- მეორესთვის, თვეში 40 კაპიკს ვიხდიდით, სასაცილოა დღევანდელი გადასახედიდან, არა?
დარეჯან ცხვიტავა
მახსოვს ეს შენობა უნივერმაგი, მეორე სართული, რაიკავშირი. ოხ, ჩემი ხობი, ჩემი ბავშვობა. ჩემი კლასელები. მერაბ ბერაია, ნუგზარ გერგაია, მერაბ ხასია, არჩილ ვეკუა, ავთო სოსელია. ოი. ნანა ია და. ვარდი თქვენს საფლავებს ხობელო ძმებო.
გულივერ კვარაცხელია უკრაინა კიევი.

მახსოვს ძალიან კარგად ეგ შენობები,მათ გვერდით ცოტა უკან ამ შენობებიდან მარცხნივ იყო ავტოსადგური,ავტოსადგური შემოიფარგლებოდა როგორც მახსოვს ერთი ხის პატარა მრგვალი ჯიხურით. მახსოვს ასევე ამ შენობების მიმდებარედ იყო ტაქსების გაჩერება.მახსოვს კინოს თანამშრომლები-უფრო მეტად მახსოვს კინოს შესასვლელში მომუშავე კონტროლიორები ე.წ.,,მებილეთეები"აწ განსვენებულები მიშა სანიკიძე,შალიკო ლატარია,ქალბატონი ნინკა,რომლის გვარი არ მახსოვს,მახსოვს ასევე აწ განსვენებული ვლადიმერ(ლადი) ქარჩავა,რომელიც კინოაფიშებს წერდა,ხატავდა და აკრავდა,ნათელი დაადგეს მათ სულებს.
მურმან ბაგრატია
    როგორ მახსოვს ეს ადგილები ხობში, რაიკავშირი მამაჩემი იროდი კვიკვინია წლების განმავლობაში მუშაობდა რევიზორ ბუღალტრად, პარტ ორგანიზაციის მდივნად და სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიკავშირის თავმჯდომარე თალიკო გოგინავა. დღეს კი ყველაფერი მოგონებაშია.დიდი მადლობა ირაკლის ამ ფოტოების მოძიებისთვის. 
P.S. თხოვნა მაქვს ძვირფასო ხობელებო თქვენთან, თუ გაქვთ ფოტო მასალა სადაც ხობის შენობები ჩანს გთხოვთ შეგვეხმიანოთ.

ხობის სახანძრო - ფოტოზე გამოსახულნი არიან: 
ძიკა ფაჩულია
რეზო შონია
მირიან არჩაია
ვარდენ სახურიაა
ვანიჩკა ჩარგაზია
გულიკო ტორჩინავა
 დათიკო ფიფია
? ბუკია



ახალი ხიბულის კიროვის სახელობის კოლმეურნეობა, პროფესორი ა.როგავა მეჩაიებთან ლექციას ატარებს.
ხეთის მეურნეობა 1952 წელი

ხობი 50-ებში და დღეს -ყოფილი რაიკომის შენობა
ხობის კინო 50-60 ანი წლები


ციტრუსის უხვი მოსავალი ხეთა -60-ები
ხობის ბიბლიოთეკა 70-ები

ტიპიური მეგრელი-ხობი 50-ანი წლები


მიხეილ (მიშა) ალექსის ძე სიორდია ხობის რაიკომის პირველი მდივანი რეპრესიეებული მეგრელთა საქმის დროს


ხობი - 60-იანი წლები სასტუმროს, კულტურის სახლის და ბიბლიოთეკის შენობა
ხობს არ ჰქონდა კეთილმოწყობილი სასტუმრო. ამას ხელს უშლიდა შესაფერისი შენობის უქონლობა. რაიონის ცენტრში აშენდა ორსართულიანი, საკმაო მოცულობის შენობა. ზედა სართულზე მოეწყო სასტუმრო. იგი უზრუნველყოფილია საჭირო მოწყობილობით, ინვენტარით.
შენობის ქვედა სართულში მოთავსდა კულტურის სახლი და რაიბიბლიოთეკა
სურათზე: სასტუმროს და კულტსახლის შენობა ხობში.
მასალა: ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას ფეისბუქ გვერდიდან