29 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დასრულდა.
ტურნირი რომელშიც მონაწილეობდა
ხობის ,,იმედი", ფოთის "კოლხეთი",სენაკის "ეგრისი-2", მარტვილის საფეხბურთო სკოლა-2 , სენაკის "ეგრისი", ფოთის "კოლხეთი-2", მარტვილის საფეხბურთო სკოლის და ხობის "იმედი-2" ფეხბურთელთა გუნდები, საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის" ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრი გაიმართა, როგორც უმცროსი ასაკის ისე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის.
უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის გამარჯვება ნუტის მეგობრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. უმცროსებს შორის პირველი ადგილი ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. ფინალურ თამაშში ნუტის ხობელი, მარტვილელი, ფოთელი და სენაკელი მწვერთნელებმაც გამოთქვეს თამაშის სურვილი, ამხანაგური თამაში ანგარიშით 3:3 დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გემგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და თასებით.