28 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს
რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომის
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 22 საკითხის განხილვა, რომელთაგან 18 გამგებლის
მიერ წარდგენილი საკითხი იყო.
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და გამგეობის
სამსახურების ახალი დებულებები და გამგეობის საშტატო ნუსხა, ასევე ცვლილება იქნა შეტანილი
იმ ნორმატიულ აქტებში, რომლებიც ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილებას საჭიროებდა.
ახალი დებულებებით გამგეობის უფლებამოსილებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ახალ
კანონმდებლობასთან და ამჟამად მოქმედი დებულებისგან განსხვავებით ასევე დამატებით იქნა
გათვალისწინებული ისეთი საკითხები, რომლებიც არეგულირებენ გამგეობის საქმიანობას, გამგეობის
საჯარო მოსამსახურეთა უფლებებს და ვალდებულებებს, მათ სამუშაო და საქმიწარმოების პროცესს,
სამუშაოს დაგეგეგმარებას და განხორციელებული საქმიანობის შეფასებას, ანგარიშვალდებულებას
და ანგარიშგებას, შინაგანაწესის მოთხოვნებს, მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებას
და სამსახურებრივი კარიერის გავლას, გამგეობის საქმიანობის ორგანიზების საკითხებს,
მათ შორის დოკუმენტის შექმნის წესებს, ფორმებს და ვადებს, მათი გაფორმების სტანდარტებს,
მოქალაქეთა ინფორმირებას და მონაწილეობას გამგეობის საქმიანობაში.
გამგეობის ახალი დებულებით, გამგეობაში იფუნქციონირებს 10 სამსახური, რომელთაგან
4 ახალშექმნილი სამსახურია (მათ შორის, 2 - ამჟამად მოქმედი და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის
განვითარების სამსახურის ფუნქციების გამიჯვნის შედეგად შექმნილი სამსახური), ესენია;
1. ადმინისტრაციული სამსახური;
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
3. ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახური;
4. ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური;
5. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;
6. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახური;
7. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა,
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;
8. წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის
სამსახური;
9. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
10. შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური.
სხდომაზე
განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
ერთეულებად
დაყოფის შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,
მუნიციპალიტეტი კვლავ 22 ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო.
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული
აქტების ამოქმედების ვადად 2014 წლის 1 აგვისტო განისაზღვრა, რის შემდგომაც, გამგეობაში
იწყება რეორგანიზაციის პროცესი.